პესკოვი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასი უნდა დატოვონ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დასასრულებლად დონბასი უნდა დატოვონ. ეს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ერთ-ერთი პირობაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის ტერიტორია უნდა დატოვონ; ეს რუსული მხარის მნიშვნელოვანი პირობაა“, - განაცხადა პესკოვმა.
გარდა ამისა, პუტინის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მოსკოვს არ სურს, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში დეტალები საჯაროდ განიხილოს, რადგან ამას შეუფერებლად მიიჩნევს.
მან დასძინა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან შედგება. მათ შესაბამისი ინსტრუქციები პუტინისგან გუშინ ღამით მიიღეს.