1770115755
უცხოეთი
პესკოვი: უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი აბუ-დაბიში 4-5 თებერვალს გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, აბუ-დაბიში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 4-5 თებერვალს გაიმართება.
„თუ გულისხმობთ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობას, რომელიც ხვალ იწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება, მაშინ ეს იგივე დელეგაცია იქნება, რომელიც იქ წინა ჯერზე იმყოფებოდა. მას [რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი] კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.