პესკოვი: უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია დონბასიდან და „ნოვოროსიადან“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანის შემდეგ

უკრაინის ჯარების გაყვანა დონბასის და „ნოვოროსიის“ რეგიონების ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაშია, აუცილებელია უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ფრანგულ ჟურნალ Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ უკრაინა გაიყვანს თავის ჯარებს ამ ოთხი რეგიონიდან, მაშინ, დიახ“, - აღნიშნა მან და უპასუხა ჟურნალის კორესპონდენტის შეკითხვას, დასრულდება თუ არა კონფლიქტი ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
პესკოვის თქმით, ეს რეგიონები რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაშია, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ამ რეგიონების ზოგიერთი ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია „კიევის რეჟიმის“ მიერ.
„რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ საზღვრებში შევიდა. ჩვენი აზრით, ეს არის როგორც დე იურე, ასევე დე ფაქტო სიტუაცია“, - განაცხადა პესკოვმა.