პესკოვი: უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეაზე ევროპაში ერთიანობა არ არსებობს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროპაში რადიკალურად მოაზროვნე ადამიანებს უკრაინაში ჯარების გაგზავნა სურთ.
„ევროპული ელიტები არ არიან ერთსულოვანი ჯარების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგიერთი რადიკალურად მოაზროვნე ფიქრობს რომ ბრძოლის ველზე ჯარები გაგზავნოს. ადრე, რა თქმა უნდა, ასეთი იდეები გაჟღერდა ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან, მაგრამ ასევე გამოითქვა სხვადასხვა კონტრარგუმენტები. ევროპელებს არ აქვთ ერთიანი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩნდებიან რადიკალებიც“, - აცხადებს პესკოვი.
ინფორმაციისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.
„დღეს არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ... არაფერია გამორიცხული“, - თქვა მაკრონმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ევროპელი ლიდერები უკრაინის მიმართ დახმარებაზე საუბრობდნენ.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთმა ომი ვერ მოიგოს. რუსეთის დამარცხება შეუცვლელია ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა მაკრონმა.