Loading data...
პესკოვი: უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები შეჩერებულია

აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერებულია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა

პესკოვმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ჯგუფის ფარგლებში ინვესტიციებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მუშაობას გააგრძელებს.

„კირილ დმიტრიევი აგრძელებს მუშაობას. სამმხრივი ჯგუფი შეჩერებულია“, - ციტირებს პესკოვის სიტყვებს რუსული მედია.

ამავდროულად, კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს უკრაინასთან პატიმრებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის საკითხზე მუშაობას.