პესკოვი: თუ ერევანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირის დატოვებს, სომხეთისთვის შეღავათიანი გაზის ტარიფი, შესაძლოა, საბაზრო პრინციპით ჩამოყალიბდეს
სომხეთისთვის შეღავათიანი გაზის ტარიფი შესაძლოა, საბაზრო პრინციპით ჩამოყალიბდეს, თუ ერევანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირის დატოვებს, - ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ მოვისმინეთ სომხეთის ხელმძღვანელობის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსულ გაზსა და რუსულ ენერგორესურსებზე არსებობს მეტად მიმზიდველი, უფრო მეტიც შეღავათიანი ფასი. ეს მართლაც ასეა, რუსეთი რჩება ენერგორესურსების საიმედო და პასუხისმგებლობიან მიმწოდებლად ყველა ქვეყნისთვის და განსაკუთრებით უახლოესი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
ამავდროულად, პესკოვმა აღნიშნა, რომ „ასეთი რეჟიმი შეუძლებელია სხვა ინტეგრაციებში მონაწილეებისთვის“.
„ეს, რა თქმა უნდა, ევროკავშირია. იქ ფასების კატეგორია სრულიად განსხვავებულია. ის საბაზროა. ეს ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენს მეგობრებისთვის ერევანში“, - დასძინა პესკოვმა.
პესკოვმა გაიხსენა, რომ მოსკოვში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სომხეთი სრულფასოვნად რჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად, თუმცა ამავდროულად ავითარებს ურთიერთობებს საგარეო პოლიტიკის სხვა მიმართულებებითაც, კერძოდ ევროპასთან“.
„და როგორც მაშინ ფაშინიანმა განმარტა, გარკვეულ მომენტში საჭირო გახდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ეს რეფერენდუმის გზით მოხდება, ანუ სათქმელს სწორედ სომეხი ხალხი იტყვის“, - აღნიშნა პესკოვმა.