Loading data...
პესკოვი: ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მკაცრი რიტორიკა ვოლოდიმირ ზელენსკის არასწორმა ქცევამ გამოიწვია

ოფიციალური კიევის მიმართ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი რიტორიკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არასწორმა ქცევამ გამოიწვია. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტ ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.

„ზელენსკი არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს სახელმწიფოს მეთაურების მიმართ. ეს მას არაერთხელ გაუკეთებია. რა თქმა უნდა, არც ერთი პრეზიდენტი არ მოითმენს ასეთ მოპყრობას.

და პრეზიდენტის გუნდი, მისი თანამოაზრეები, ასევე არ მოითმენენ ასეთ დამოკიდებულებას თავიანთი უფროსის მიმართ. ამიტომ, ასეთი რეაქცია სრულებით გასაგებია“, - ამბობს პესკოვი.