პესკოვი: ტრამპი ისტორიაში შევა, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს
„დონალდ ტრამპი ისტორიაში შევა, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.
„არსებობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გრენლანდიის შეერთების საკითხის გადაწყვეტის შედეგად, ტრამპი ისტორიაში შევა. ტრამპი არა მხოლოდ აშშ-ის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიაში შევა. იმის განხილვის გარეშე, კარგია თუ ცუდი ეს, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სამართალს, ძნელია ექსპერტებს არ დაეთანხმო“, - აცხადებს დიმიტრი პესკოვი.
ინფორმაციისთვის, როგორც უცხოური მედია წერს, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის შეერთებულ შტატებთან შეერთების აუცილებლობის შესახებ არაერთხელ განაცხადა.
17 იანვარს ტრამპმა პლატფორმა TruthSocial-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოლიტიკას არ დაეთანხმებიან.