პესკოვი: სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, სანამ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს
კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სანამ კიევი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, რუსეთი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს.
„სანამ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, -აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყო, რომელშიც უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
„მოლაპარაკება კვლავ სამმხრივ ფორმატში მიმდინარეობს - უკრაინა, აშშ და რუსეთი. შემდეგ დაიწყება მუშაობა ჯგუფებში ცალკეული მიმართულებების მიხედვით და, საბოლოოდ, პოზიციების შეჯერების ერთობლივი შეხვედრა“, - განაცხადა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა.