Loading data...
პესკოვი: რუსეთს არ აქვს განზრახული შეაჩეროს შეტევა ხარკოვის რეგიონში

რუსეთს არ აქვს განზრახული შეაჩეროს შეტევა ხარკოვის რეგიონში, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა

„მიმდინარეობს სამუშაოები „ბუფერული ზონის“, სანიტარიული ზონის შესაქმნელად. ეს სამუშაოები გრძელდება. რა თქმა უნდა, სანამ ჩვენ არ დავიცავთ შებეკინოს, ბელგოროდის ოლქს და ჩვენს სხვა რეგიონებს ასეთი ბარბაროსული დაბომბვისგან“, - აღნიშნა მან.

პესკოვმა, ასევე, დაადანაშაულა დასავლეთი დაძაბულობის გაღვივებაში.

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აძლიერებენ დაძაბულობას კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები - აშშ, საფრანგეთი, ევროპის სხვა ქვეყნები, გადადიან ესკალაციის ახალ ეტაპებზე. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია დაიცავს მის ინტერესებს და ყველა შესაძლო საშუალებით შეეცდება მიზნების მიღწევას“, - განაცხადა პესკოვმა.