1746281291
უცხოეთი
პესკოვი: რუსეთის მიერ შეთავაზებული სამდღიანი ზავის მიზანი, მშვიდობის მისაღწევად, კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმება იყო

რუსეთის მიერ შეთავაზებული სამდღიანი ზავის მიზანი, მშვიდობის მისაღწევად, კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმება იყო, - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რუსეთის მიერ შეთავაზებული სააღდგომო ზავის, ასევე, 8, 9 და 10 მაისის სადღესასწაულო დღეებისთვის ზავის გამოცხადების ინიციატივის მიზანი, რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმებაა. ჩვენ კიევის მხრიდან დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ საბოლოო განცხადებებს და რაც მთავარია, ქმედებებს, რომლებიც მიზნად კონფლიქტის დეესკალაციას ისახავს, დღესასწაულების დროს“, - აღნიშნა პესკოვმა.