Loading data...
პესკოვი: რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენება კოლექტიური დასავლეთისთვის გამაფრთხილებელი სიგნალი იყო

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის გამოყენება იყო გამაფრთხილებელი სიგნალი კოლექტიური დასავლეთისთვის იმ ფონზე, როდესაც ის აჩვენებს მზადყოფნას, რუსეთის ჩასახშობად ყველაფერზე წასვლისთვის.

„კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ის ხელმძღვანელობით, აჩვენებს, რომ ისინი მზად არიან ყველაფრისთვის რუსეთის დასათრგუნად. სწორედ ამიტომ ასეთი გამაფრთხილებელი სიგნალები, იმ თვალსაზრისით, რომ „არც კი იფიქროთ“ ამაზე – ვგულისხმობ დარტყმას, რომელიც ჩვენი ახალი რაკეტით განხორციელდა - ძალიან დროული იყო. ეს იყო საჭირო და ეფექტური“, - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში უპრეცედენტო სიტუაცია შეიქმნა