Loading data...
პესკოვი: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ღიაა

რუსეთი უკრაინის გარშემო არსებული სიტუაციის დიპლომატიურ გზით მოგვარებას ამჯობინებს და მოლაპარაკებებისთვის ღიაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ღიაობას მოლაპარაკების პროცესის მიმართ. ჩვენ კვლავ ვამბობთ, რომ გვსურს უკრაინული კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოგვარება. ამიტომ, ამ ნაწილში ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი, ის არ შეცვლილა“, - აღნიშნა პესკოვმა.