Loading data...
პესკოვი: რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება, ადეკვატურ პასუხს გასცემს

რუსეთი გამარჯვების დღის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო დღეებში ცეცხლს წყვეტს, თუმცა შესაბამისად უპასუხებს, თუ უკრაინა რუსეთის ობიექტებზე თავდასხმებს გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ცეცხლი შეწყდება, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება და ჩვენს პოზიციებზე ან ობიექტებზე დარტყმის მცდელობები გაგრძელდება, მაშინ დაუყოვნებლივ გაეცემა ადეკვატური პასუხი“, - აღნიშნა პესკოვმა.