1747132907
უცხოეთი
პესკოვი: რუსეთი სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადებას განაგრძობს.
„რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას განაგრძობს“, - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი, ამ ეტაპზე, არ გეგმავს სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის შეხვედრასთან დაკავშირებით სხვა კომენტარების გაკეთებას.
ამასთან, პესკოვმა სტამბოლში, 15 მაისს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის შემადგენლობის დასახელებაზე უარი განაცხადა.
„როგორც კი პრეზიდენტი პუტინი საჭიროდ ჩათვლის, ჩვენ ამას მაშინ გამოვაცხადებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.