1743231649
უცხოეთი
პესკოვი: რუსეთი იტოვებს უფლებას, არ დაემორჩილოს დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

რუსეთი იტოვებს უფლებას, არ დაემორჩილოს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუ კიევი მას დაარღვევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რუსულმა მხარემ მიაღწია შეთანხმებას ამერიკელ კოლეგებთან. ამავდროულად, თუ კიევის რეჟიმი მორატორიუმს არ დაემორჩილება, რუსეთის მხარე, რა თქმა უნდა, იტოვებს უფლებას, ასევე, არ დაემორჩილოს მას. ალოგიკური იქნება ჩვენი მხრიდან დავემორჩილოთ ცეცხლის შეწყვეტას და ყოველ ღამე მივიღოთ დარტყმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, - აცხადებს პესკოვი.