1735038075
უცხოეთი
პესკოვი: რუსეთი აგრძელებს სპეცოპერაციას უკრაინაში
რუსეთი აგრძელებს სპეცოპერაციას უკრაინაში, მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა შეასრულოს ყველა დავალება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა კომენტარი გააკეთა უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება.
„ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევასრულოთ ყველა ის ამოცანა, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დგას“, - განაცხადა პესკოვმა.
როგორც კრემლის წარმომადგენელი იხსენებს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის.