1736771771
უცხოეთი
პესკოვი: პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ბევრი ქვეყანა გვთავაზობს თავის დახმარებას, როგორც ქვეყნების, სადაც ჰიპოთეტურად, შესაძლოა, კონტაქტები შედგეს, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ არ არის არსებითი მზადება. არსებობს დეკლარირებული გაგება და პოლიტიკური ნება, რომ ასეთი კონტაქტები იქნებოდა აუცილებელი და მიზანშეწონილი“, - აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვმა დასძინა, რომ ამაზე უფრო კონკრეტულად საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ვაშინგტონში ადმინისტრაცია შეიცვლება.