Loading data...
პესკოვი: პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ სურს სსრკ-ს აღდგენა, ეს შეუძლებელია და მან ეს უკვე განაცხადა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინს არ სურს სსრკ-ს აღდგენა, რადგან ეს შეუძლებელია. და მან ეს არაერთხელ განაცხადა, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.