1765880195
უცხოეთი
პესკოვი: პუტინისა და ტრამპის ბოლო საუბარი 16 ოქტომბერს შედგა
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ბოლო სატელეფონო საუბარი 16 ოქტომბერს შედგა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
კერძოდ, ერთი დღით ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ თავის რუს კოლეგას ესაუბრა.
„ეს შედარებით ცოტა ხნის წინ მოხდა. შეხედეთ სატელეფონო საუბრის შესახებ ჩვენი ბოლო ინფორმაციის თარიღს. საერთო ჯამში, ეს შედარებით ცოტა ხნის წინ იყო“, - განმარტა მან და დააკონკრეტა, რომ მას შემდეგ სხვა სატელეფონო ზარები არ ყოფილა. კრემლის ვებსაიტზე რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის საუბრის შესახებ ბოლო ინფორმაცია 16 ოქტომბრით თარიღდება.