1726392784
უცხოეთი
პესკოვი: პუტინი ყოველთვის უკიდურესად ფრთხილია, როდესაც დასავლეთის ქმედებებზე რეაგირებას ეხება საქმე
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინერვიუში თქვა, რომ კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ყოველთვის უკიდურესად ფრთხილია, როდესაც საქმე ეხება დასავლეთის ქმედებებზე რეაგირებას.
„ჩვენ გვყავს საკმარისი სპეციალისტები - ძალიან, ძალიან ავტორიტეტული ექსპერტები, რომლებიც ამ თემას ძალიან აქტიურად განიხილავენ. ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია ამ დროისთვის,” - ასე უპასუხა კრემლის წარმომადგენელმა კითხვას, რომელიც დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის შორი მანძილის დისტანციის რაკეტების მიწოდების საკითხს ეხებოდა.
მისივე თქმით, პრეზიდენტო პუტინი აღნიშნულ საკითხს ფრთხილად ეკიდება.
„პრეზიდენტი ყოველთვის უკიდურესად ფრთხილად ეკიდება ამ საკითხს“, - აღნიშნა პესკოვმა.