Loading data...
პესკოვი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პუტინის შეთავაზებაზე კიევს რეაქცია არ ჰქონია, ამიტომ ამ მხრივ სიტუაცია კვლავ წინააღმდეგობრივია

კიევი არ გამოხმაურებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებას, წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების შესახებ, ამიტომ სიტუაცია კვლავ საკამათოა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა

„თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა, მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე დაიწყოს, კიევის რეჟიმის რეაქცია ამაზე არ გახმაურებულა, ამიტომ ამ მხრივ სიტუაცია წინააღმდეგობრივი რჩება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან შეხვედრაზე დაადასტურა რუსული მხარის მზადყოფნა, უკრაინასთან წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებები აწარმოოს. პესკოვმა, ასევე, გაიხსენა, რომ „პუტინმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა“.

პესკოვი, ასევე, გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დაწესდება, თუ ის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება და მას დაარღვევს.

„მოსკოვს საფრანგეთის პრეზიდენტთან დიალოგის არხები არ აქვს, მაგრამ ვაშინგტონთან აქვს და მათი მეშვეობით მიმდინარეობს დისკუსიები“, - დასძინა პესკოვმა.