პესკოვი მარკო რუბიოს განცხადებაზე: რუსეთს უკრაინაში ნამდვილად სურს მშვიდობა
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე, რომ ამერიკის მთავრობის აზრით, რუსეთს უკრაინაში მშვიდობა არ სურს.
„ამ საკითხზე ვერ შევთანხმდებით. რუსეთს ნამდვილად სურს მშვიდობა უკრაინაში. რუსეთი ღიაა უკრაინის პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გადაჭრას“, - აცხადებს დიმიტრი პესკოვი.
კანადაში გამართული „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, მარკო რუბიომ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც მიიჩნევს თუ არა აშშ, რომ რუსეთს უკრაინაში მშვიდობა სურს.
„ჩვენ მხოლოდ იმის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რასაც ვხედავთ. მათ ნათლად განაცხადეს, რომ მთელი დონეცკი სურთ და, რა თქმა უნდა, უკრაინელები ამაზე არ დათანხმდებიან. დიახ, ეს არის დასკვნა, რომელიც უნდა გამოვიტანოთ. მათ წამოაყენეს მოთხოვნები, რომელსაც უკრაინა არ დასთანხმდება“, - განაცხადა მარკო რუბიომ.