Loading data...
პესკოვი: კიევის რეჟიმი თავისი არასტაბილური სტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს

კიევის რეჟიმი საყოველთაო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებით თავისი არასტაბილური სტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა

„რა თქმა უნდა, კიევის რეჟიმი თავისი არასტაბილური სტრუქტურის შენარჩუნებას ცდილობს“,- აღნიშნა მან უკრაინაში მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას.

„ჩვენ წინა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებაც ვნახეთ იმის შესახებ, რომ იქ საქმე ავტორიტარული ტენდენციებით ვითარდება. ეს სრულიად ნათელია“, - აღნიშნა პესკოვმა.

როგორც პესკოვი აღნიშნავს, უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება საკუთარ თავს თავად აუკრძალა და არ ჩქარობს ამ გადაწყვეტილების შეცვლას.

„კიევის რეჟიმს, სხვათა შორის, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების წარმოება საკუთარი თავისთვის აქვს აკრძალული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ეს დოკუმენტის თანახმად ეკრძალება“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.