1756643950
უცხოეთი
პესკოვი: ევროპული ომის პარტია ტრენდს ინარჩუნებს, ისინი სამშვიდობო ძალისხმევას აფერხებენ

ევროპელები ხელს უშლიან უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანის მცდელობებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი მადლიერია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართ, რომელიც ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ცდილობს.
„ევროპელები ხელს უშლიან ამ მცდელობებს, ევროპელები ბორბლებში ჯოხებს ურჭობენ“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისივე შეფასებით, ევროპელი პოლიტიკოსების ქმედებები მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიდგომას.
„ევროპული ომის პარტია ძირითად ტენდენციას ინარჩუნებს, ისინი არ ცხრებიან. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ მიდგომას, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი იცავენ“, - დასძინა პესკოვმა.