1758628784
უცხოეთი
პესკოვი დრონების გამოჩენის გამო კოპენჰაგენის აეროპორტის დახურვაზე: დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს ყოველთვის ვისმენთ

დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს ყოველთვის ვისმენთ, - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი დრონების გამოჩენის გამო კოპენჰაგენის აეროპორტის დახურვის ფაქტს.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ყოველთვის, როდესაც უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებენ, ჩვენ მსგავს განცხადებებს აღარ განვიხილავთ. მათი მხრიდან ყოველთვის უსაფუძვლო ბრალდებებს ვისმენთ. მხარე, რომელიც სერიოზულ პოზიციას იკავებს, მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს არ უნდა ავრცელებდეს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.