Loading data...
პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიული უთანხმოება „მხოლოდ რამდენიმე კილომეტრს“ მოიცავს

რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიული უთანხმოება მხოლოდ რამდენიმე კილომეტრს შეადგენს, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სინამდვილეში, ეს მხოლოდ რამდენიმე კილომეტრია. უხეშად რომ ვთქვათ, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაახლოებით 18-17% გვრჩება გასათავისუფლებელი. ეს კი ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიღწევას ნიშნავს“, - აცხადებს კრემლის პრესმდივანი.