Loading data...
პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სწრაფი განახლების პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს

მოსკოვი უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სწრაფი განახლების პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მოლაპარაკებების პროცესის განახლების უახლოესი პერსპექტივა არ არსებობს და ჩვენ ვერც ვხედავთ“, - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა. 

კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზაობას ინარჩუნებს.