1767175432
უცხოეთი
პერუში მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ - არიან დაღუპულები და დაშავებულები
პერუში, მაჩუ-პიქჩუსთან მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, მატარებლების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.
პოლიციის განცხადებით, შემთხვევა მაჩუ-პიქჩუს ისტორიული ძეგლისკენ მიმავალ რკინიგზაზე მოხდა.
პერუს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავარიის შედეგად ერთ-ერთი მატარებლის მძღოლი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთაგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.