1787255259
უცხოეთი
პერუში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
პერუს გეოფიზიკური ინსტიტუტის (IGP) ინფორმაციით, 20 აგვისტოს სამხრეთ პერუში, ანდების რეგიონში, აიაკუჩოს ტერიტორიაზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კორა-კორადან 35 კილომეტრში მდებარეობდა. ამ დროისთვის დაშავებულების ან მატერიალური ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
IGP-ის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოხდა, ხოლო მისი კერა 108 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ბიძგები მსუბუქად იგრძნობოდა დედაქალაქ ლიმაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან დაახლოებით 650 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
IGP-ის ხელმძღვანელმა ერნანდო ტავერამ განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე კრიტიკული არაფერი მომხდარა“, თუმცა ვითარების შეფასება კვლავ გრძელდება.