Loading data...
პერმის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ქალაქ პერმის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი, კაცი და 8 წლის გოგო დაიღუპნენ. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

აფეთქება ჰიდროდინამიკურ სტენდში ჰერმეტულობის დაკარგვამ გამოიწვია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. აღძრულია სისხლის სამართლის საემე.

ტელეგრამ-არხების ცნობით, დაღუპულია იმ ქარხნის დანადგარის დირექტორი, რომლის გამოცდაც პერმის უნივერსიტეტში მიმდინარეობდა და მისი შვილი. ამავე წყაროს ცნობით, აფეთქება აეროკოსმოსური ფაკულტეტის შენობაში მოხდა.