Loading data...
პენტაგონში განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია 4 წლის განმავლობაში უკრაინას იარაღს დაუფიქრებლად აწვდიდა

პენტაგონში განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია 4 წლის განმავლობაში დაუფიქრებლად გასცემდა იარაღს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა შონ პარნელმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა, თუ კონკრეტულად რა ტიპის იარაღის მიწოდება შეჩერდა უკრაინაში, თუმცა აღნიშნა, რომ პაუზა აუცილებელი იყო აშშ-ის მარაგების მდგომარეობის შესაფასებლად.

„ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციის ოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში ჩვენ იარაღსა და საბრძოლო მასალას ვუნაწილებდით მექანიკურად, ისე, რომ არ გვიფიქრია, რეალურად რამდენი გვაქვს და მგონია, რომ პრეზიდენტ ტრამპის არჩევაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მან ქვეყნის ინტერესები და სამშობლოს დაცვა პირველ ადგილზე დააყენა“, - დასძინა მან.