1767073932
უცხოეთი
პენტაგონმა კომპანია Boeing-ს 8.6 მილიარდი დოლარის კონტრაქტი გაუფორმა, რომ ისრაელისთვის F-15 საბრძოლო თვითმფრინავები დაამზადოს - Reuters
პენტაგონმა ისრაელისთვის F-15 საბრძოლო თვითმფრინავების დასამზადებლად კომპანია „ბოინგს“ 8.6 მილიარდი დოლარის კონტრაქტი გაუფორმა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფლორიდაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
პენტაგონის განცხადებით, კონტრაქტი მოიცავს 25 ახალი F-15IA თვითმფრინავის დიზაინს, ინტეგრაციას, ინსტრუმენტაციას, ტესტირებას, წარმოებას და მიწოდებას ისრაელის საჰაერო ძალებისთვის. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს კიდევ 25 თვითმფრინავის დამატების შესაძლებლობას.