Loading data...
პენტაგონმა ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გადახედვა დაიწყო

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხის გადახედვა დაიწყო. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა ჯერ კიდევ ივნისში ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა . ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ეს იქნება ნამდვილი გადახედვა და ამის მიზანია, რომ ნატო სწრაფად და შეუქცევლად იმოძრავებს ევროპისკენ. ევროპა საკუთარ თავზე იღებს ძირითად პასუხისმგებლობას საკუთარ თავდაცვაზე არაბირთვული შეიარაღების გამოყენებით“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ელბრიჯ კოლბიმ.

მისი თქმით, ამ გადახედვის კიდევ ერთი მიზანია ნატოს, როგორ ძლიერი სამხედრო ორგანიზაციის აღდგენა“.

„ეს ნატოს შესაძლებლობას მისცემს, რომ გრძელვადიანი და მდგრადი წარმატების გზაზე დადგეს, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ სხვადასხვა ადგილას სამხედრო ამოცანების გადაჭრა გვიწევს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტს არაერთხელ გაუკრიტიკებია ნატოს ევროპელი მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი ყურადღების გარეშე ტოვებდნენ აშშ-ის თხოვნას თავდაცვაზე ხარჯების გაზრდის შესახებ.