პენსილვანიაში, ლინკოლნის უნივერსიტეტში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე ექვსი კი დაშავდა
პენსილვანიის შტატში, ლინკოლნის უნივერსიტეტში, გამოსაშვები ცერემონიის დროს სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ NBC News-ი წერს.
ჩესტერის ოლქის პროკურორმა კრის დე ბარენა-სარობემ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტი 25 ოქტომბერს, 21:30 საათამდე მოხდა, როდესაც სკოლის საერთაშორისო კულტურის ცენტრთან კურსდამთავრებულთა საფეხბურთო მატჩის დამსწრეები შეიკრიბნენ.
მისივე თქმით, დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც იარაღი ჰქონდა.
„არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ეს თეორია ამჟამად დასაშვებია“, - დასძინა პროკურორმა.
მან აღნიშნა, რომ შესაძლებელია, ცეცხლი სხვა პირმაც გახსნა. ექვსი დაშავებულის დაზიანებების ხარისხი ჯერ კიდევ უცნობია.
სროლის პოტენციური მოტივის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ლინკოლნის უნივერსიტეტის პოლიციის უფროსმა მარკ პარტიმ განაცხადა, რომ სროლა ღია ცის ქვეშ გამართული ზეიმის დროს მოხდა.