1782498278
უცხოეთი
პეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცვივა მცირე ზომის ხომალდს ფრაგმენტები.
„ფოტოებზე ჩანს, თვითმფრინავის სარეგისტრაციო კოდი, რაც მიუთითებს, იმაზე რომ ეს იყო ადგილობრივი წარმოების მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი — Sunward SA 60L Aurora. ის ეკუთვნის ადგილობრივ სამოქალაქო ავიაკომპანიას, რომელიც მომხმარებლებს ისეთ მომსახურებებს სთავაზობს, როგორიცაა პილოტების მომზადება, პირადი ფრენები და აეროფოტოგადაღება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უცხოური მედია შესაძლო დაშავებულის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
გამოცხადებულია ევაკუაცია.