Loading data...
პედრო სანჩესის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი არ აღიარებს მადუროს რეჟიმს, ტრამპის ნაბიჯი გაეროს წესდებას არღვევს

„ესპანეთმა არ აღიარა მადუროს რეჟიმი - თუმცა, ის ასევე არ აღიარებს ინტერვენციას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და რეგიონს გაურკვევლობისა და მილიტარიზმის ჰორიზონტისკენ უბიძგებს“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოქმედ პირს, იფიქრონ სამოქალაქო მოსახლეობაზე, პატივი სცენ გაეროს წესდებას და უზრუნველყონ სამართლიანი, დიალოგზე დაფუძნებული გარდამავალი პროცესი“, - დასძინა ესპანეთის მთავრობის მეთაურმა.