1768728018
უცხოეთი
პედრო სანჩესი: თუ აშშ გამოიყენებს ძალას, ეს იქნება სასიკვდილო განაჩენი ნატოსთვის, პუტინი კი ორმაგად ბედნიერი იქნება
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, აშშ-ის შეჭრა გრენლანდიაში პუტინს დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევს.
როგორც სანჩესმა აღნიშნა, აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ქმედება დანიის შემადგენლობაში შემავალი კუნძულის წინააღმდეგ დააზიანებს ნატოს და რუსეთის უკრაინაში შეჭრას ლეგიტიმაციას მიანიჭებს.
„თუ გრენლანდიაზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა ვთქვა, რომ აშშ-ის მიერ ამ ტერიტორიაზე შეჭრა ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევდა. რატომ? იმიტომ, რომ ეს ლეგიტიმაციას მიანიჭებს მისი შეჭრის მცდელობას უკრაინაში. თუ აშშ გამოიყენებს ძალას, ეს იქნება სასიკვდილო განაჩენი ნატოსთვის. პუტინი კი ორმაგად ბედნიერი იქნება“, - აცხადებს სანჩესი.