პედრო სანჩესი: რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა - წარსულის შეცდომებს, არა - ომს
რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც, არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.
„მსოფლიო, ევროპა და ესპანეთი აქამდეც აღმოჩენილან კრიტიკული მომენტის წინაშე. რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც, არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა.
მაშინ ჩვენი პასუხი უნდა ყოფილიყო ჩვენი ახლანდელი პასუხი: არა – საერთაშორისო სამართლის დარღვევებს, არა – ილუზიებს, რომ შეგვიძლია მსოფლიოს პრობლემები ბომბებით გადავჭრათ, არა – წარსულის შეცდომებს, არა – ომს“, - წერს სანჩესი.
The world, Europe, and Spain have faced this critical moment before. In 2003, a few irresponsible leaders dragged us into an illegal war in the Middle East that brought nothing but insecurity and pain.
— Pedro Sánchez (@sanchezcastejon) March 4, 2026
Our response then must be our response now:
NO to violations of…