პედრო სანჩესი: ირანში ერთი ხამენეი მეორით შეცვალეს, მოჯტაბა ხამენეი კიდევ უფრო სისხლისმსმელია, ვიდრე მამამისი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ისრაელს ისევე სურს ლიბანის განადგურება, როგორც ღაზას სექტორის.
როგორც სანჩესმა ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ომის დაწყების შემდეგ ირანსა და ლიბანში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა.
„ისრაელის გათამამებული პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიზანია, ლიბანს იგივე ნგრევა და ტანჯვა მოუტანოს, რაც ღაზის სექტორს მიაყენეს“, - აცხადებს სანჩესი.
ამასთან, სანჩესმა ირანის ახალი უზენაესი ლიდერის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მოჯტაბა ხამენეი უფრო მკაცრია, ვიდრე მამამისი იყო.
„თეირანში ერთი ხამენეი მეორის შეცვალეს, რომელიც კიდევ უფრო უარესია, რადგან მოჯტაბა ხამენეი დიქტატორი ლიდერია, ისევე როგორც მამამისი, და კიდევ უფრო სისხლისმსმელი“, - დასძინა პედრო სანჩესმა.