Loading data...
პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ წარუკიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

7 ივლისს სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ წარუკიანს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ „არმენპრეს“-ი იტყობინება. 

როგორც ცნობილია, წარუკიანი 6 ივლისს სომხეთში თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია მონაცემები, რომ 2022–2024 წლებში წარუკიანის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა განახორციელა მასშტაბური ფინანსური დანაშაული, რომელიც მოიცავს თაღლითობას, საბაჟო დოკუმენტების გაყალბებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

სავარაუდო ზარალი დაახლოებით 21 მილიონ დოლარს აღემატება.