Loading data...
პარიზში დღეს ვიქტორ ორბანისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართება - მედია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს, 26 ივნისს, პარიზში გაემგზავრება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. 

Europe 1-ის ინფორმაციით, ორბანი მაკრონთან ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის საკითხზე ისაუბრებს, რომელსაც 1-ელ ივლისს გადაიბარებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი კი, სავარაუდოდ, უკრაინისა და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

ამასთან, როგორც მედია წერს, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლეპენი უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას არ გეგმავს.