Loading data...
პარიზში დანით თავდასხმის შედეგად სამი ქალი დაიჭრა, მათ შორის, ერთი ორსული – ეჭვმიტანილი დაკავებულია

„პარიზში დანით თავდასხმის შედეგად სამი ქალი დაშავდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია“, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

პარიზში, პორტ დე კლიშის რაიონში, შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა სამ მოქალაქეს და ორი დანით ჭრილობები მიაყენა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზარალებული ქალები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი დაშავებული ორსულად იყო. მძიმე ჭრილობების მიუხედავად, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა პოლიციამ, რომელიც ადგილზე არასამუშაო დროს იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სამართალდამცველის ქმედება „გმირულ ნაბიჯად“ შეაფასა.

მინისტრის განცხადებით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისგან, ვიდრე თავდამსხმელის ზუსტი მოტივი არ დადგინდება.