Loading data...
პარიზის სააპელაციო სასამართლოს პროკურორები მარინ ლე პენისთვის საჯარო თანამდებობის დაკავების 5 წლით აკრძალვას მოითხოვენ

პარიზის სააპელაციო სასამართლოში პროკურორებმა ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის მარინ ლე პენისთვის ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის საქმეზე ოთხწლიანი პატიმრობა და საჯარო თანამდებობის დაკავების ხუთი წლით აკრძალვა მოითხოვეს. ინფორმაციაზე Reuters წერს.

ამასთან, როგორც Reuters იუწყება, პროკურორებს სასჯელის დაუყოვნებლივ აღსრულება არ მოუთხოვიათ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში მოსმენა 13 იანვარს დაიწყო. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.