Loading data...
პარიზელმა კაცმა პაბლო პიკასოს ფერწერული ტილო 100 ევროდ შეიძინა

58 წლის პარიზელმა, ინჟინერ-პროგრამისტმა არი ჰოდარამ ცნობილი ესპანელი ფერმწერის, პაბლო პიკასოს ფერწერული ნამუშევარი მხოლოდ 100 ევროდ შეიძინა. ის გახდა გამარჯვებული ლატარიაში 120 ათას მონაწილეს შორის. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

გათამაშება „1 პიკასო 100 ევროდ“, აუქციონმა Christie's-მა მოაწყო. ლატარიის შედეგად აუქციონის სახლმა 12 მლნ ევრო მიიღო და თანხას ალცჰაიმერის დაავადების შესასწავლად გადარიცხავს.

არი ჰოდარამ პაბლო პიკასოს ნამუშევრის, „ქალის თავის“ მფლობელი გახდა , რომელიც ესპანელმა ხელოვანმა, კუბიზმის ფუძემდებელმა, 1941 წელს დახატა.

აუქციონის ორგანიზატორები ნახატს მისი ამჟამინდელი მფლობელისგან, Opera Gallery-სგან 1 მლნ ევროდ გამოისყიდიან. დარჩენილ 11 მლნ ევროს კი საფრანგეთის ფონდს, Fondation Recherche Alzheimer-ს გადასცემენ, რომელიც ამ ნეიროდეგენერაციულ დაავადებას იკვლევს.