Loading data...
პაპი ლეო ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს - კარდინალი პიეტრო პაროლინი

ვატიკანის უმაღლესმა დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ რომის პაპი ლეო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეულ მსოფლიო ლიდერებს შორისაა.

მისი თქმით, პაპი ლეო მიწვევას აფასებს.

„პაპმა მიიღო მიწვევა და ჩვენ ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ. მჯერა, რომ პასუხის გაცემამდე განსახილველად გარკვეული დრო იქნება საჭირო“, - განუცხადა პაროლინმა ჟურნალისტებს.

თავდაპირველად საბჭოს მიზანი ღაზაში კონფლიქტის დასრულება იყო, თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ მას გაცილებით ფართო უფლებამოსილება ექნება და გლობალურად მოაგვარებს კონფლიქტებს. ზოგიერთმა ლიდერმა უარყო ტრამპის მიწვევა „მშვიდობის საბჭოში“ იმის შიშით, რომ ამან შესაძლოა, გაეროს მუშაობას ზიანი მიაყენოს.