Loading data...
პანამაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადდა ცუნამის საფრთხე

„პანამაში, პარასკევს, 9 ოქტომბრის დილას, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის გამო ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილებაც გაიცა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქშიც, სადაც შენობები შეირყა და მოსახლეობამ თავი ქუჩებს შეაფარა.

პანამის სამოქალაქო დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეპიცენტრის მახლობლად შესაძლო ზიანის შეფასება უკვე მიმდინარეობს.