1732428263
უცხოეთი
პაკისტანში სექტანტურ ძალადობას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა
ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სუნიტურ და შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.
„შურისძიების მიზნით მათ გადაწვეს ბენზინგასამართი სადგურები და დააზიანეს ქონება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
მისივე თქმით, პოლიციის მაღალჩინოსნები ეწვევიან რეგიონს და ორივე მხარის ტომის უხუცესებთან ერთად შეეცდებიან წესრიგის აღდგენას.