1789802254
უცხოეთი
პაკისტანში პოლიციის შტაბზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით 31 ადამიანამდე გაიზარდა
პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში, კოჰატში, პოლიციის შტაბზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღით შეტევის შედეგად მინიმუმ 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 16 პოლიციელი, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ AFP-ს პოლიციის მაღალჩინოსანმა განუცხადა.
პოლიციის მაღალჩინოსნების განცხადებით, კომპლექსის ტერიტორიაზე ორმხრივი სროლა და წმენდის ოპერაცია კვლავ გრძელდება, რადგან რამდენიმე მებრძოლი პოლიციის სპეციალური განყოფილების შენობაშია გამაგრებული.
„რამდენიმე მებრძოლი კვლავ გამაგრებულია პოლიციის სპეციალური განყოფილების შენობაში. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია“, - განუცხადა ოფიციალურმა პირმა AFP-ს ანონიმურობის პირობით.
ავღანეთის თალიბანის მთავრობა აცხადებს, რომ შეიარაღებული დაჯგუფებების პრობლემა პაკისტანის შიდა პრობლემაა.