Loading data...
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ პაკისტანი მზადაა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

პაკისტანი მზადაა, მომდევნო დღეებში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, - ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისჰაკ დარმა განაცხადა.

ისჰაკ დარის თქმით, ირანმა და შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების ხელშეწყობაში პაკისტანს ნდობა გამოუცხადეს.

„პაკისტანისთვის პატივი იქნება, უმასპინძლოს და ხელი შეუწყოს ორ მხარეს შორის მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში, მიმდინარე კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების მიზნით“, - აღნიშნა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თუმცა ირანი და აშშ ჯერჯერობით არ ადასტურებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ.

ისჰაკ დარმა აღნიშნული განცხადება ისლამაბადში პაკისტანის, საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, მხარეებმა რეგიონში ომის სწრაფად დასრულების შესაძლო გზები განიხილეს.